კონფიდენციალურობა
ამ გვერდზე აღწერილია, რა მონაცემებს აგროვებს hausberg.ge და როგორ იყენებს მათ.
განახლდა: 18.10.2026
რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ანგარიშის შექმნისას: სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონი (არასავალდებულო) და პაროლი — პაროლი ინახება დაშიფრული სახით, მისი წაკითხვა ჩვენც არ შეგვიძლია
- შეფასების დაწერისას: სახელი, ქულა და კომენტარი
- საიტის სტატისტიკა: გახსნილი გვერდი, მოწყობილობის ტიპი, ქვეყანა და ქალაქი (მიახლოებით) — IP მისამართს არ ვინახავთ
WhatsApp-ით შეკვეთა
შეკვეთის შეტყობინებაში ჩაიწერება მხოლოდ კალათის შიგთავსი. თქვენს სახელსა და ნომერს ვხედავთ WhatsApp-ში, როცა შეტყობინებას გამოგვიგზავნით.
ქუქი-ფაილები და ბრაუზერის მეხსიერება
- სესიის ქუქი — მხოლოდ ანგარიშში შესვლისთვის
- ენის არჩევანი
- კალათა, რჩეულები, შედარება და თემა ინახება მხოლოდ თქვენს ბრაუზერში
- სარეკლამო და თვალთვალის ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ
როგორ ვიყენებთ მონაცემებს
მხოლოდ შეკვეთების, ანგარიშისა და საიტის გამართული მუშაობისთვის. მონაცემებს არ ვყიდით და არ გადავცემთ მესამე პირებს სარეკლამო მიზნით.
უსაფრთხოება
საიტი მუშაობს დაშიფრული კავშირით (HTTPS), მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე, ხოლო საიტი დაცულია Cloudflare-ით.
თქვენი უფლებები
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა. მოგვწერეთ: info@hausberg.ge ან დაგვიკავშირდით: +995 596 77 79 79.
